,,ადგილობრივები იმედიანად დამხვდნენ” – ზაზა დუგლაძე
ზაზა დუგლაძე, ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” გაგარინის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან, რკინიგზის კლუბთან, ქიმერიძეების უბანსა და ლომოურის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდა. ,,ადგილობრივები იმედიანად დამხვდნენ, გამიზიარეს თავიანთი ყოველდღიური პრობლემები და გულისტკივილი. ასევე, გავაცანი ჩვენი რეგიონის განვითარების ჩემეული ხედვა და გეგმები”- წერს ზაზა დუგლაძე ფეისბუქის გვერდზე.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!