კახა კოჟორიძე წინასაარჩევნო ტურნეს ცხრამუხიდან იწყებს

კახა კოჟორიძე წინასაარჩევნო ტურნეს ცხრამუხიდან იწყებს და შემდგომში საარჩევნო ოლქის ყველა სოფელს მოივლის. ამის შესახებ კოჟორიძის ხაშურის საარჩევნო შტაბში განაცხადეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის მოსახლეობას იგი 19 აგვისტოს, 18:00 საათზე შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მომავალი მოწვევის პარლამენტში  ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი იქნება, რომლის კანდიდატად პარტია “ლელოს საქართველოსთვის” მიერ კახა კოჟორიძე დასახელდა.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!