საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით დაფუძნდა ა(ა)იპ განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი. – ცენტრის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრი იზრუნებს საქართველოს საბიბლიოთეკო, სამუზეუმო და ზოგადად, კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.
ცენტრის დირექტორია გიორგი ჩუბინიძე, ხოლო დამფუძნებელი წევრები ნინო პატაშური და ლოლა სანაია.
“განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ბიბლიოთეკები წარმოადგენს. მუნიციპალიტეტებში გაბნეულ ბიბლიოთეკებს დღეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას თანაბრად ჰქონდეს წიგნთან, კომპიუტერთან და მათი საშაუალებით განათლებასთან და გარე სამყაროსთან აქტიური კომუნიკაცია.” -წერია ინფორმაციაში.
ცენტრი იმუშავებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლადო გუდიაშვილის ქ. #7-ში
ფოტოზე: გიორგი კეკელიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ნინო პატაშური, გიორგი ჩუბინიძე, ლოლა სანაია
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!