სურამში ახალგაზრდული მწვანე ბანაკი გაიმართა
2019 წლის 17-27 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით ,,ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციამ” (Association for Khashuri Region Development) ,,გარემოსდაცვითი განათლების ახალგაზრდული მწვანე ბანაკი“ მოაწყო.
ბანაკში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებმა.
10 დღიანი ბანაკი ახალგაზრდებისთვის წარმოადგენდა, შემეცნებით-გასართობ ბანაკს და მიზნად ისახავდა, მოსწავლეებს შორის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებების, ნარჩენების მართვის, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის, მდგრადი განვითარების შესახებ ცოდნის გადაცემას, თეორიული და პრაქტიკული აქტივობების გზით. ახალი გამოწვევებისთვის ახალგაზრდების მზადყოფნის ხელშეწყობას, ინიციატივების წახალისებას, გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებასა და მომავალი ლიდერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის ხელმძღვანელია ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციის დირექტორი დიანა გელაშვილი.
ბანაკის პირველი დღე
ბანაკის მეორე დღე ნინო ჩხობაძესთან ერთად
ბანაკის მესამე დღე გიორგი ჩუბინიძესთან ერთად
ბანაკის მეოთხე დღე მზია ლობჟანიძესთან და გიორგი ჩუბინიძესთან ერთად
ბანაკის მეხუთე დღე ლევან ფანგანთან და ხათუნა გოგალაძესთან ერთად
ბანაკის მეექვსე დღე ლაშა მესხთან ერთად
ბანაკის მეშვიდე დღე
ბანაკის მერვე დღე
ბანაკის მეცხრე დღე
ბანაკის მეათე დღე