პედაგოგები ხაშურის მუნიციპალიტეტიდან – მორის დანდურიშვილი
მორის დანდურიშვილი – დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს, ხაშურში.
დაამთავრა ხაშურის რაიონის დაბა სურამის მე-2 საშუალო სკოლა. 1998-2002 წლებში სწავლობდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორია-სამართალმცოდნეობის მიმართულებაზე, რომელიც დაამთავრა ისტორიკოსის სპეციალობით.
2014 წლიდან დღემდე სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი.
2017 წელს იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2016 წლიდან დღემდე არის ხაშურის კულტურულ-საგანმანათლებლო აღორძინების ფონდის წარმომადგენელი.
2015-2016 წლებში იყო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის რელიგიის ისტორიის მასწავლებელი. 2015 წლიდან დღემდე არის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი.
2014-2016 წლებში იყო კონრად ადენაუერის ფონდის ტრენერი, რომლის მოვალეობებშიც შედიოდა საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა/ტრენინგ-მოდულების ჩატარება.
2008-2014 წლებში იყო სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე. 2007-2008 წლებში სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის პირველი მოწვევის სამეურვეო საბჭოს წევრი და შემდგომ თავმჯდომარე. 2007 წელს იყო დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე. 2004-2007 წლებში მიჰყავდა გადაცემა საეპარქიო რადიო ,,სამრეკლოში”,
2002-2005 წლებში იყო სკოლა-ლიცეუმ ,,ფარგალიტის” დირექტორის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ბიბლიოგრაფია
,,26 საუკუნე”, სურამელ ებრაელთა ისტორიიდან, 2006.
,,ჯოჯოხეთის ბჭის შემმუსვრელი”, სურამში არსებული ეკლესია მონასტრები და წარსულში მოღვაწე სასულიერო პირების ისტორია, 2004.
,,სურამელ ფეოდალთა საგვარეულო სახლის ისტორიისათვის“, სურამელ ფეოდალთა საგვარეულო სახლის ისტორია, 2002.
ჯილდოები:
სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი 2018 (შიდა ქართლი).