სურამელ მოსწავლეებს გვერდისუბანში სკვერის მოწყობის ინიციატივა აქვთ
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტ ,,მედიაწიგნიერებაში” ჩაერთნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ადვოკატირების მეთოდის გამოყენებით ადგილობრივი თემის პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ. პროექტის საწყის ეტაპზე სკოლას ესტუმრა საზოგადოება ,,ბილიკის” აღმასრულებელი დირექტორი მარიკა მღებრიშვილი, მან მოსწავლეებთან ადგილობრივი სათემო პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავა .
,,მედიაწიგნიერება” ფარგლებში მონაწილე მოსწავლეები, სკოლის დირექტორი დალი ბროლიძე, ადგილობრივი თემის წარმომადგენელი, პედაგოგი დავით კურტანიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვდნენ.ზვიად ქურდაძეს -ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, მერაბ ბარბაქაძეს -ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს და გიორგი ცერცვაძეს-ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს.
პროექტზე მუსაობის პროცესში გვერდისუბნის დასახლებაში რეკრეაციული ზონის, მინი სკვერის მოწყობის საჭიროება გამოიკვეთა. ამისთვის მოსწავლეებმა ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, კერძოდ ზვიად ქურდაძეს (ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე), მერაბ ბარბაქაძეს (ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე) და გიორგი ცერცვაძეს (ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი), შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსწავლეებს დახმარებას დაპირდნენ და აღუთქვეს, რომ უახლოეს დღეებში მოსწავლეთა ინიციატივებს განიხილავენ .
დაბა სურამის მე-2 სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ,,მედიაწიგნიერება” ფარგლებში, 24 ივნისს სურამის გვერდისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. მოსწავლეებმა უფროსებს გააცნეს მინი სკვერის მოწყობის გეგმა, საწყის ეტაპზე სტადიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება გადაწყდა. 25 ივნისს კი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
სკვერის მოწყობაზე მუშაობას მოსწავლეები კვლავ განაგრძობენ და საზოგადოების ჩართულობის იმედი აქვთ.