ხაშურის საზოგადოებას: სერგის სასწრაფოდ ურთულესი ოპერაცია სჭირდება
„სერგის სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ (კერძოდ ისრაელში) ურთულესი ოპერაცია… ნერვის გადანერგვა… რაც მოგეხსენებათ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც მის ახალგაზრდა მშობლებს არ გააჩნიათ.
გთხოვთ, არ დაიზაროთ! არ გაატაროთ! არ დაინანოთ!“ – ამის შესახებ საქველმოქმედო პოსტს, სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებელი ნინო ლორთქიფანიძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ჩემო საყვარელო და კეთილო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო და უბრალოდ ქართველებო! არ შეგაწუხებთ დიდი ტექსტით, მაგრამ ამ ლამაზი, წარმატებული და არაჩვეულებრივი ბიჭის ამბავი მინდა მოკლედ გითხრათ. ერთ ავადსახსენებელ დღეს შუშის საზარელმა ნამსხვრევებმა სერგის ხელი დაუზიანეს. ზღვა ემოციების ფონზე ჩატარდა ოპერაცია (ვითომ წარმატებული, როგორც ხდება ხოლმე) და მივიღეთ უარესი შედეგი, უკიდურესი გართულებებით. სამედიცინო ტერმინებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით, რომ სერგის სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ (კერძოდ ისრაელში) ურთულესი ოპერაცია… ნერვის გადანერგვა… რაც მოგეხსენებათ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც მის ახალგაზრდა მშობლებს არ გააჩნიათ.
გთხოვთ, არ დაიზაროთ! არ გაატაროთ! არ დაინანოთ! (თუნდაც მცირედი) არ დაგვაგვიანდეს! სიკეთე ყველას დაგიბრუნდებათ! გააზიარეთ! გადაგზავნეთ! რაც მოგიხერხდებათ, ის გააკეთეთ, ოღონდ დაეხმარეთ!
მიმღების დასახელება: სერგი ფხიკიძე
ანგარიშსწორების ანგარიში: GE46TB7050345061100062 TBC ბანკი“, – წერს ნინო ლორთქიფანიძე.