ხაშურის შემოქმედებითი განვითარების ცენტრის თანამშრომლები ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

13 მარტს ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის თანამშრომლები, ცენტრის მმართველ ალექსანდრე ჯოჯიშვილთან ერთად სტუმრობდნენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სამუშაო და გაცნობითი ხასიათის მისიით. მათ მასპინძლობდა და მეგზურობას უწევდა მუზეუმის ფონდების მცველი მზია ლობჟანიძე, რომელმაც გააცნო მუზეუმის დაარსების, მისი მუშაობის სპეციფიკა და ექსპონატების ისტორია. ბავშვთა და მოზარდთა ცენტრის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო დარბაზები და რესტავრირებული ექსპონატები.

ნინო დოფიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!