ლექცია ხაშურში – „ქალთა უფლებები დიქტატორული რეჟიმის დროს“
13 მარტს ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ლექცია თემაზე: „ქალთა უფლებები დიქტატორული რეჟიმის დროს“ მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმის“ მიხედვით. ლექციას კითხულობდა ნინო სუხიაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო წიგნში ასახული მძიმე და ტრაგიკული ბედი ქალებისა, მათი ბრძოლა და ყოფა არსებული დიქტატორული რეჟიმის პირობებში.
განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება იყო ეს შეხვედრა ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც დიდი ყურადღებით და ინტერესით მოისმინეს ქალის წინაშე არსებული სიძნელეები და გამოწვევები და გაიცნეს ნობელიანტი მწერლის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი „ვაცის ნადიმი.“
ნინო დოფიძე
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!