„ასტრიდობა“ ხაშურის შემოქმედებითი განვითარების ცენტრში

„ასტრიდობა“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც 3 დეკემბერს ხაშურის შემოქმედებითი განვითარების ცენტრში, მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელმა ნინო დოფიძემ კლუბის წევრებთან ერთად ჩაატარა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის ცხოვრება, მისი საბავშვო შემოქმედება, რომელიც არაერთ ბავშვს ტოვებს ემოციებისა და სიყვარულის გარეშე. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს და განასახიერეს ასტრიდის ნაწარმოებებიდან პერსონაჟები, რამაც სასიამოვნო და თბილი განწყონა შეუქმნა დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიების ბოლოს წაიკითხეს წერილები, რომელის კლუბის პატარა წევრებს ჰქონდათ მიწერილი მწერალზე, საინტერესო და მხიარული შეკითხვებით. ზოგი როგორც თითქოსდა ცოცხალ და ახალგაზრდა ასტრიდს წერდა, ზოგი დაბადების დღეს ულოცავდა, ზოგი ინტერესს იჩენდა თუ რის დაწერას აპირებდა მომავალში, ზოგი კი საკუთარ გრძნობებს უზიარებდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ცენტრის მენეჯერი ალექსანდრე ჯოჯიშვილი, ცენტრის თანამშრონლები და მოსწავლეთა მშობლები.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!