,,როგორ განვახორციელოთ სამოქალაქო ბიუჯეტი” – ტრენინგი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთათვის

4-5 დეკემბერს სოლიდარობის საერთაშორისო ფონდი (პოლონეთი) გეგმავს კონფერენციის
გამართვას, რომელიც მიეძღვნება საქართველოს გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ
სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტებს, და ტრენინგის ჩატარებას თემაზე: “სამოქალაქო ბიუჯეტის
საფუძვლების შესავალი”.
სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია – საზოგადოების
ჩართულობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითების გადაწყვეტის პროცესში. ეს არის
პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს
ქალაქის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. 2015 წლიდან საერთაშორისო სოლიდარობის
ფონდის მხარდაჭერით საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის პროცესი,
რომელიც თანდათან ვითარდება და ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში .
დაგეგმილი ღონისძიებების განმავლობაში საშუალება გექნებათ შეიძინოთ ცოდნა სამოქალაქო
ბიუჯეტის იდეისა და სტანდარტების შესახებ, გაიგებთ, თუ რა გამოცდილება აქვს ამ სფეროში
საქართველოს, ჩამოაყალიბებთ მიზნებს და მოემზადებით რეგულაციების შექმნისთვის. ტრენინგს
გაუძღვებიან სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკოსები პოლონეთიდან, უკრაინიდან და
საქართველოდან.
კონფერენცია განკუთვნილია ყველა მსურველთათვის დეტალურ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით (
მოგაწვდით ტრენინგი კი მხოლოდ კონკურსის საფუძველზე შერჩეული ), 6
მუნიციპალიტეტისათვის თითო მუნიციპალიტეტიდან სამი მონაწილე. მუნიციპალიტეტების
შერჩევა განხორციელდება სპეციალურ განაცხადში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე

https://goo.gl/forms/rjKY8Pn1wctgNIPt1.

შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: დაინტერესების დონე,
მუნიციპალიტეტის დონეზე სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის სურვილი; დაინტერესებული
ადამიანური რესურსების არსებობა.
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი:

https://goo.gl/forms/rjKY8Pn1wctgNIPt1 2018 წლის 20 ნოემბრამდე.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული
ფოსტის მისამართზე: urszula.majewska@solidarityfund.pl, წერილის სათაურში მიუთითეთ:
“სამოქალაქო ბიუჯეტი”.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სასტუმროსა და კვების ხარჯებს, აგრეთვე, საჭიროების
შემთხვევაში, ტრანსპორტირებას.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ
მხარდაჭერა მომდევნო 2019 წელს.
კონფერენცია და ტრენინგი ტარდება პროექტ სამოქალაქო ბიუჯეტი როგორც „ ,
თვითმმართველობის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში ს ფარგლებში პოლონეთის “-
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების სფეროში პოლონეთის დახმარების
პროგრამის მხარდაჭერით.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!