სიმონ ნოზაძე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ამომრჩეველებს ხვდება

2018 წლის 11 ნოემბერს, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან – გიორგი პაპიაშვილთან, მერაბ ბარბაქაძესთან და ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების მმართველთან, მაკა დიდებულიძესთან ერთად, დაბა სურამის იტრიის, ჩუმათელეთის და სოფლების: ბუღაურასა და ბეკამის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო აქვეყნებს შეხვედრებს 280-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
მათივე განცხადებით ადგილებზე არსებულ საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მოქალაქეებმა საკუთარი მოსაზრებები და მოლოდინები დააფიქსირეს. დეპუტატმა ამ და სხვა პრობლემების აღმოფხვრის გზებსა და მიმართულებებზე ვრცლად ისაუბრა.
შეხვედრებზე სიმონ ნოზაძემ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის მნიშვნელობა და აუცილებლობა გააცნო მოსახლეობას და მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდა.

წყარო: ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!