შიდა ქართლის გუბერნატორი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა. გუბერნატორმა რეგიონის განვითარების შესახებ ხედვისა და მომავალი გეგმების შესახებ გააცნო ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გუბერნატორმა რეგიონის გარემოს დაცვით საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაზე, რეგიონში დაგეგმილ პროექტებსა და ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალგაზრდებმაც, თავის მხრივ, მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დაუსვეს შეკითხვები, ასევე, რწმუნებულს არაფორმალური განათლების მნიშვნელობის შესახებ მოსაზრებებიც გააცნეს.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები ხშირად ჩატარდება, როგორც გორში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. ,,ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, ვისაუბრეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, მოვისმინე ახალგაზრდების ინიციატივები. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გონიერი და ინტელექტუალი მომავალი თაობა გვყავს. ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართვა და მონაწილეობა რიგი საკითხების გადაწყვეტაში მეტად მნიშვნელოვანია, მათზე უკეთ არავინ იცის ახალი თაობის საჭიროებების შესახებ. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ გავითვალისწინოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მიერ მოწოდებულ იდეებსა თუ ინიციატივებს.” – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა: ,,მართალია ამ შეხვედრაზე ხაშურელი ახალგაზრდები არ იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ ვფიქრობთ თუ გუბერნატორი მსგავს შეხვედრებს ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს და ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგმება ეს კარგი და რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი იქნება. აქამდე ხაშურის მერიას არ ჰქონია ახალგაზრდებთან შეხვედრები და არ მოუსმენია მათი პრობლემები. იმედია ამ მხრივ საინტერესო ნაბიჯები გადაიდგმევა”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!