ხაშურში ახალი საავადმყოფო ამოქმედდა

ხაშურში, ფარნავაზის ქუჩაზე ,,გორმედის“ ქსელის კიდევ ერთი მრავალპროფილური კლინიკა ამოქმედდა. საავადმყოფომ უკვე პირველ პაციენტსაც (8 წლის მოზარდი ხელის მოტეხილობით) გაუწია სამედიცინო მომსახურება.

,,გორმედი” ფეისბუქის ოფიციალურ გვედზე განცხადებას აქვეყნებს: ,,ხაშურის ცენტრალური საავადმყოფო – ერთ კლინიკაში, ერთ სივრცეში, რამდენიმე საოპერაციო (ქირურგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია…);
ყველა პროფილის ექიმის მომსახურება პოლიკლინიკასა თუ სტაციონარში; მრავალპროფილური კვლევები; ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტებს ადგილობრივი კვალიფიციური მედიკოსების გარდა, ქვეყნის სამედიცინო სექტორში დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები გაუწევენ მომსახურებას;
უახლესი აპარატურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო; საოპერაციო, საპროცედურო კაბინეტები თუ სტაციონარის პალატები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილებით, ჰაერთა ნაკადის ცვლის თანამედროვე სისტემებით;
,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკაში, პრაქტიკულად, ყველა სამედიცინო პროფილია წარმოდგენილი როგორც მოზრდილთა, ასევე პედიატრიული მიმართულებით.
რაც შეეხება დიაგნოსტიკურ ნაწილს, ხაშურის ცენტრალური საავადმყოფო გთავაზობთ სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას; ექოსკოპიურ კვლევებს; დამონტაჟდა კომპიუტერული ტომოგრაფი; ციფრული ვერსიის რენტგენი.

,,საავადმყოფოს სტაციონარი 65 საწოლზეა გათვლილი, რაც შეეხება ამბულატორიულ მომსახურებას, საავადმყოფო, ერთდროულად 300-მდე ვიზიტორის მიღებას შეძლებს.

,,გორმედის“ ქსელის მთავარი უპირატესობები:
პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურება;
მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები ქსელში შემავალ ყველა კლინიკაში;
ადგილობრივი თუ მოწვეული მაღალკავალიფიციური პერსონალი;
ყველა სამედიცინო სერვისის ტერიტორიული ხელმისაწვდომობა;
უფასო ემერჯენს მომსახურება ,,გორმედის“ ქსელის ცენტრალურ კლინიკაში რეფერირებით;
შეუზღუდავი სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში;
პოლიკლინიკაში დარეგისტრირების მარტივი პროცედურა;
სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში, კლინიკის არჩევანის თავისუფლება;
მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობა;

თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდებს და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს სერვისებსა და პერსონალთან დაკავშირებით/

596 99 84 84; 595 9985 85;

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!