ხაშურის პირველი სკოლა მოსწავლეებს სიახლეებით ეგებება

ხაშურის პირველი საჯარო სკოლა 2018-2019 სასწავლო წელს უამრავი სიახლით ხვდება. აღნიშნული სკოლის მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება. 2008-2009 სასწავლო წელს სკოლამ 15 პირველკლასელი მიიღო, 2012-2013 წლებში – 24, ხოლო 2018-2019 წელს სკოლა 68 პირველკლასელს ელოდება. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით სკოლაში შემდეგი სახის სიახლეებია:
1. განახლებული ინფრასტრუქტურა;
2. სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდები;
3. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი;
4. უსაფრთხო და მზრუნველი გარემო;
5. პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები; 
6. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია;
7. საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორია.
გარდა ამისა 17 სექტემბერს პირველ სკოლაში მისულ პირველკლასელებს სკოლა სიურპრიზებს ჰპირდება და აცხადებს: “პირველკლასელთათვის სასკოლო ჩანთები შეგიძლიათ არ შეიძინოთ! თქვენს შვილებს 17 სექტემბერს სკოლაში სიურპრიზი ელოდებათ!”.
“ხაშური news”-ი თოთოეულ პირველკლასელს და საქართველოს ყველა მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!