,,მოაწყვიტეთ დორბლიანი მიშას მიმდევრები!” – ხაშურის მერის მიმართვა საზოგადოებას
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ყოველთვის თავს ვიკავებდი კომენტარებისთვის მაგრამ უკვე ვეღარ ვითმენ! ათასი რამ წავიკითხე ხან ვაზელინობა ხან ისე ხან ასე. მეც როგორც ყველა ქართველი ვიზიარებ ბატონი ზაზა სალარიძის მწუხარებას. მეც შვილების მამა ვარ და ყველა გადადგმული ნაბიჯი უკავშირდება მათ ცხოვრებას. ფაქტია რომ საშინელება მოხდა მაგრამ გამახსენეთ პრემიერმინისტრი ვინც გიორგი კვირიკაშვილივით გვერდში დაუდგა ოჯახს, გამახსენეთ პროკურორი ვინც გადადგა დორბლიანი მიშას დროს. ზაზას შვილის გარდაცვალებით უნდათ მოსვლა ხელისუფლებაში? გაცილებით ბევრნი ვართ ვინც ზაზას ოჯახს ამბიციების გარეშე ვუდგავართ გვერდში! მოაწყვიტეთ დორბლიანი მიშას მიმდევრები! ზაზას შვილით სპეკულაციას ვერ შეძლებენ!”