ხაშურში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა; „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ცოტანი დარჩნენ, ქედს ვიხრი მათ წინაშე. ესენი არიან ძალიან დასაფასებელი ადამიანები, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას. თავის მხრივ, ხაშურის მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ყოფა გაულამაზოს.“
ღონისძიებაში, რომელიც მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, კულტურის ცენტრების გაერთიანების და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლები და ხალხური სიმღერის გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ბოლოს, მეორე მსოფლიო იმის ვეტერანებს მუნიციპალიტეტისგან საჩუქრები გადაეცათ.