საბჭოთა კავშირის გმირი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღეს 73 წელი შესრულდა. ,,ხაშური News” გთავაზობთ საბჭოთა კავშირის გმირის – გიორგი იასონის ძე პაპუაშვილის ბიოგრაფიას. იგი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ერთადერთი გმირია და მისი ძეგლი მშობლიური სოფლის, დუმაცხოვის შესასვლელშია აღმართული.
გიორგი იასონის ძე პაპუაშვილი დაიბადა 1918 წლის 20 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში. დაამთავრა ხუთი კლასი. 1938-1940 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1941 წლიდან მონაწილეობს მეორე სამამულო ომში. 1943 წლიდან უმცროსი ლეიტენანტია. 1944 წლიდან ლეიტენანტი. ამავე წელს მიენიჭა მედალი ,,მამაცობისთვის”. 1945 წლის 24 მარტს გერმანიის წინააღმდეგ მამაცური ბრძოლისთვის დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით, დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, ,,წითელი ვარსკვლავის” ორდენით (11 მაისი,1945).
გიორგი პაპუაშვილის ძეგლიც და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორია ოდესღაც მოვლილი და ნაპატრონები იყო. დღეს ეს ტერიტორია სრულიად მოუვლელია და მუნიციპალიტეტის ერთადერთი გმირის სახელი თითქმის დავიწყებული.