მძიმე ვითარება ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე

ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული მოუწესრიგებელი გარემოს შესახებ ,,ხაშური NEWS” ადგილობრივმა მცხოვრებმა აცნობა. მოქალაქის ცნობით ყოველი წვიმის შემდეგ თევდორე მღვდლის 34 ნომერში არსებულ ბინაში შესვლა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ეზო მთლიანად წყლით ივსება. დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, ამის გამო ფეკალური მასების ამოდინება ხდება და გარემო ბინძურდება. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვს.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!