ხაშურის ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

2018 წლის 5 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა. ღონისძიებაში ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებამაც მიიღო მონაწილეობა. ,,ხელოვანი ბიბლიოთეკარები” და “წარმოაჩინე შენი ბიბლიოთეკა” ამ ეგიდით გაიხსნა წლევანდელი კვირეული.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის facebook გვერდზე ვკითხულობთ: ,,ჩვენ ძალიან შთამბეჭდავად წარვსდექით საბიბლიოთეკო საზოგადოების წინაშე – წარვადგინეთ ხელით ნაქარგი წიგნი, რომელიც ჩვენმა თანამშრომელმა, ხათუნა ჩიტაძემ დაქარგა, წარვადგინეთ აგრეთვე ნახატები, ნაქარგები, სააღდგომოდ მოხატული კვერცხი, სურამის ბიბლიოთეკის “სიცოცხლის ხე” და სხვა საინტერესო ნამუშევრები. დამთვალიერებელის ყურადღება და უდიდესი მოწონება დაიმსახურა ნაქარგმა წიგნმა. ამბობდნენ, რომ ასეთი საოცარი ნამუშევარი არ გვინახავსო.
გამოფენაში მონაწილეობდნენ ლეილა მარგველაშვილი, ხათუნა ჩიტაძე, ნინო კახიშვილი, მაკა დიდებულიძე და ნინო შილაკაძე.
ასევე წარვადგინეთ პრეზენტაცია საბიბლიოთეკო ინოვაციებზე”.

წყარო

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!