ხაშურის საჯარო სკოლის დირექტორებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ, 15 საჯარო სკოლის დირექტორმა და სამმა მასწავლებელმა, თანამედროვე სასკოლო გამოწვევებისა და შეფასების შესახებ გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

2018 წლის 5 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია – “სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები”.
კონფერენცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად ტარდება და მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

წყარო: www.naec.ge / ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!