ახალი ინიციატივები ხაშურელი ახალგაზრდებისთვის

2017 წლის 24 დეკემბერს დასრულდა ,,ინიციატივის” ზამთრის სკოლა დაბა ბაკურიანში.

ბაკუარიანში 60 ახალგაზრდა ინიციატორი შეიკრიბა, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრები: ნინო შუბითიძე და გიორგი ჩუბინიძე. პროექტის მონაწილეები მუშაობდნენ ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და ამ პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების შემუშავებაზე.

პროექტი „ახალგაზრდული ინიციატივა“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ასობით პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. 2018 წლისათვის ,,ინიციატივის” გუნდისა და ხაშურის ახლგაზრდული თვითმმართველობის მიერ საინტერესო პროექტები დაიგეგმა, რაც ხაშურელი ახალგაზრდების არაფორმალური გნათლების მიზნით განხორციელდება.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!