ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ინიცირებით წამოწყებული „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ ფარგლებში, 22 დეკემბერს, ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პირველი შეხვედრაზე მოსწავლეებს გადაეცათ კამპანიის ფარგლებში „ლიდერის მოწმობები“ ხოლო შეხვედრის თემა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა და პირველი სამუშაო თემის შერჩევა იყო; ლიდერები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ პირველი სამუშაო თემა იქნებოდა -სასკოლო ძალადობა. (ბულინგი/მობინგი)
კამპანიის ფარგლებში რესურსცენტრი, სკოლის ლიდერებთან ერთად გეგმავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX – XII კლასის მოსწავლეებისთვის სემინარების/ტრენინგების ჩატარებას ან თავისუფალ საუბრებს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მოტივით ისეთ თემებზე როგორიცაა „ბულინგი/მობინგი“ „დისკრიმნაცია“ „ოჯახში ძალადობა“ „ნარკოტიკული დანაშაულების ანალიზი“ „სუბკულტურები საქართველოში“ „არაფორმალური განათლება“ „სკოლის თვითმმართველობის გაძლიერება“ და სხვ.
აღსანიშნავია,რომ ზემოაღნიშნულ კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და დამრიგებლები.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!