ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარედ მიხეილ ჯანაშვილი აირჩიეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017-2021 წლებში მიხეილ ჯანაშვილი უხელმძღვანელებს. 20 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგა.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე სხდომას უხუცესი წევრი ნოვე ტაბატაძე წარუძღვა.
2017 წლის საჯრებულოს შემადგენლობა განსაზღვრულია 31 წევრით. მიღებული ხმების თანახმად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკრებულოში 21 ადგილი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-3, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 2, „ბაქრაძე, უგულავა -ევროპულმა საქართველომ“ – 2, „შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტულმა პარტიამ“- 1, ხოლო დამოუკიდებლად შემოვიდა 2 დეპუტატი.
საკრებულოს თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით, აირჩეს მიხეილ ჯანაშვილი, ხოლო მოადგილედ არჩეულია ზურაბ ნოზაძე.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
აირჩიეს საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიათა თავმჯდომარეებიც.
დღესვე უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.
მიხეილ ჯანაშვილი დაიბადა 1965 წლის 7 სექტემბერს ქალაქ ხაშურში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.
1982-1986 წწ. სწავლა გააგრძელა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1989-1991 წწ. მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში საგეგმო განყოფილების ეკონომისტად; 1991-1993 წწ. -შსს ხაშურის დაცვის განყოფილების კადრების ინსპექტორად; 1993-1994 წწ. – ხაშურის რაიონის პროფცენტრის მთავარ ბუღალტრად; 1197-1999 წწ. – ქართლის მოძრავი საბაჟოს წამყვან ინსპექტორად; 1997-1999 წწ – მოძრავი რეგიონალური საბაჟო, ექსპორტ-იმპორტისა და საბაჟო მომსახურების განყოფილების მთავარ ინსპექტორად; 1999-2002 წწ. „გორის“ საბაჟო საწყობების მომსახურების სექტორის უფროსად; 2002-2005 წწ. საბაჟო „ჩრდილოეთის“ საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროს ინსპექტორად; 2007-2008 წწ -შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილების ინსპექტორად; 2008 წ. – შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს განყოფილების მთავარ ინსპექტორად. 2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. ჰყავს მეუღლე და ორიშვილი. |