სურამში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება!
ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2017 წლის 18 ნოემბერს, შაბათს, კლინიკა „ენმედიცი” მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს. პროფილაქტიკურ გასინჯვებს ჩატარებენ სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოლოგი. განხორციელდება ასევე კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
აქცია სურამის სადაბო პოლიკლინიკაში დილის 11:00 საათიდან დაიწყება.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!