ხაშურში 12 საათის მდგომარეობით 11,5% ამომრჩეველთა აქტივობა დაფიქსირდა

ხაშურში 12:00 საათის მდგომარეობით 11,5% ამომრჩეველთა აქტივობა დაფიქსირდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის მიმდინარეობისა და 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, 12:00 საათის მდგომარეობით 6-ვე საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში ამომრჩეველთა აქტივობა 11.55 %-ს შეადგენს (37 917 ამომრჩეველი).

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:

  • ყაზბეგი – 17.4%
  • ხაშური – 11.5%
  • ბორჯომი -18.2%
  • ქუთაისი – 6.2%
  • ოზურგეთი – 21.5%
  • მარტვილი – 11.5%
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!