ილია კაპანაძე – გავიცნოთ ხაშურის მერობის კანდიდატები
,,ხაშური ნიუსი” განაგრძობს მკითხველისათვის ხაშურის მერობის კანდიდატების გაცნობას. ამჯერად კვლავ დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს, ჯერ კიდევ მოქმედ ხაშურის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს – ილია კაპანაძეს გაგაცნობთ.
ილია კაპანაძის ბიოგრაფია გამოქვეყნებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისსავე სააგიტაციო ფურცელზე. ორივე მათგანში რამდენიმე განსხვავებული ინფორმაციაა, ამიტომ ჩვენ ორივეს წარმოგიდგენთ.
ილია კაპანაძე დაიბადა 1972 წლის 2 იანვარს ქ. ხაშურში.
1988 წელს დაამთავრა ხაშურის N3 საშუალო სკოლა;
2010 წელს დაამთავრა თბილისის სატყეო და კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.
1996-2000 წლებში – იყო ტურისტული ფირმა „ნეო-ტურის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2001-2009 წლებში – სატრანსპორტო გადამზიდი კომპანია ,,ანატოლიკი თრაიქის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
2014 წლიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
ეს კი მისი ბიოგრაფია სააგიტაციო ფურცლიდან: