ენმ-დან ხაშურის ორი ოლქისთვის ეკატერინე პაპუაშვილი იყრის კენჭს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხაშურში კანდიდატები უკვე წარადგინა.  მათი მერობის კანდიდატი გიორგი მახათაძე,  ხოლო სიის პირველი ნომერი როინ მახარობლიძეა. გიორგი ნოზაძე წარდგენილია ჭალის, ღუდის და ავტოსადგურის დასახლების, გიორგი ხონელიძე – ხიდგადაღმა უბნების, ეკა ლომუაშვილი – შინდარა – სტეკლიანის დასახლებების,  ხოლო ქალაქ ხაშურის ორი ოლქის ანუ ცენტრალური უბნების და ემტეისის დასახლების საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე პაპუაშვილია.

მცირე ცნობები მისი ბიოგრაფიიდან:

დაიბადა ხაშურში, 1985 წლის 17 ივლისს, 2002 წელს დავამთავრა ხაშურის #7 საშუალო სკოლა, 2003 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე რომლის დამთავრების შემდეგაც მიენიჭა სახელმწიფო პოლიტიკის ექსპერტ-ანალიტიკოსის კვალიფიკაცია. ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში აქვს ათწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის კურსი.

2007-2008 წლებში მუშაობდა შპს „მტკვარი-მ“-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.
ასევე 2006-2010 წლებში მუშაობდა საპრეზიდენტო პროგრამა პატრიოტის ფარგლებში საზაფხულო ბანაკებში.
2009-2010 წლებში გავლილი აქვს სტაჟირება ხაშურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში.
2010-2012 წლებში შპს „ნიკა-2010“ ბუღალტერი; 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე შპს “ავანგარდის“ – მთავარი ბუღალტერი,  ხოლო 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე შპს „ბაროკო & ჯგუფი“ მთავარი ბუღალტერია.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!