ხაშურში ხატწერისა და ხატვის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა
ხაშურში ხატწერისა და ხატვის სკოლა-სახელოსნო ,,მანდილიონი” გაიხსნა. სკოლა-სახელოსნოს ხელმძღვანელი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ახალგაზრდა ხატმწერი ირაკლი ლიჩელია. მისი ხელმძღვანელობით ხაშურელი ახალგაზრდები უკვე ერთი წელია, რაც ხატწერას ეუფლებიან, თუმცა ამჯერად სახელოსნო ახალ შენობაში გადავიდა და მას ხატვის შემსწავლელი მეცადინეობებიც დაემატა.
ხატწერაზე მიიღებიან მოსწავლეები 12 წლიდან ზემოთ, ხატვაზე 6 წლიდან ზემოთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 557138384 .
ან გააგზავნეთ შეტყოგინება fb გვერდზე: ხატწერა. ირაკლი ლიჩელი
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!