ფოტოალბომი, რომელიც დიდი წინაპრების ღვაწლს ასახავს

   2016 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოალბომის „დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი” წარდგენა გაიმარა.
ალბომში შესულია ექსკლუზიური მასალა მდიდარი საოჯახო არქივიდან, რომელიც მოიცავს 6 თაობის ფოტოებს, წერილებს, ღია ბარათებს, მოსაწვევებსა და სხვა.
მათ უმრავლესობას პირველად გაეცნობა დაინტერესებული მკითხველი.
პროექტის ავტორია დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი – თამარ მიქაძე; შემდგენლები – თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე.
რედაქტორი – როსტომ ჩხეიძე; დიზაინერი – ციცი ბოდოკია; დამკაბადონებელი – იოსებ კაპანაძე; ალბომი გამოსცა “სპეკალმა” და დაისტამბა “დამანში”.
თამარ მიქაძე: ,,ალბომში შესულია 6 თაობის ექსკლუზიური მასალა საოჯახო არქივიდან. აქ არის წერილები როგორც ოჯახის წევრების, ისე, საზოგადო მოღვაწეების, ასევე, ღია ბარათები, რომელიც რუსული, ფრანგული, იტალიური, გერმანული და ინგლისური ენიდან ითარგმნა”.
ალბომის წარდგენას ესწრებოდნენ მწერლები, ხელოვანები, მეცნიერ-მკვლევარები, აგრეთვე სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი სვიმეონი (ცაკაშვილი), რომლის ლოცვა-კურთხევითაც გამოიცა აღნიშნული წიგნ-ალბომი. მან დალოცა ღონისძიების სტუმრები და აღნიშნული წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება,
თამარ მიქაძე: ,,ვფიქრობ, ამ წიგნის გამოცემა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სათანადო პატივი მივაგოთ წინაპრებს, გადმოვცეთ მათი ღვაწლი, დავანახვოთ, ახალგაზრდებს, როგორი სამაგალითო ოჯახები გვყავდა. ასეთი პიროვნებების არსებობით მოვედით დღემდე… ისე, რომ ისტორიული, ლიტერატურული, ფსიქოლოგიური თუ ინტელექტუალური თვალსაზრისითაც საინტერესოა”.

———

წყარო: kvira.ge

2 13483282_1171122922945906_3487205445986749344_o 3 6 8 13498036_1119687791423572_8250024791435455818_o 13517393_1171123006279231_5824140571838606551_o

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!