სამეცნიერო ექსპედიცია ჭერათხევის ხეობაში
2016 წლის 14 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის, ჭერათხევის ხეობის ეთნოლოგიური შესწავლისათვის სამეცნიერო ექსპედიცია დაიწყო. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ ეთნოლოგები: პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი. 14 მაისს ექსპედიციის მონაწილეები ეწვივნენ სოფელ ნაბახტევს, ალსა და მცხეთიჯვარს. ჩაინიშნეს ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, დღეობები, მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
ექსპედიციის მონაწილეები ხეობას 21 და 28 მაისსაც ეწვევიან.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!