Daily Archives: Nov 9, 2017

ოძისის სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავი აღნიშნეს

2017 წლის 9 ნოემბერს, სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.