Daily Archives: Oct 20, 2017

ქ. ხაშური საქართველოს ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობით მე-8 ადგილზეა

საქართველოს ქალაქებს შორის ქალაქი ხაშური მოსახლეობის რაოდენობით მე-8 ადგილზეა.  2014 წლის აღწერით ქ. ხაშურში 26.135 მცხოვრებია და ჩამორჩება საქართველოს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: თბილისი ( 1.118.300), ბათუმი (182.839), ქუთაისი (147.635), რუსთავი (125.103), გორი (49.700), ზუგდიდი (42.998) და ფოთი (41.465). მთლიანად ხაშურის

ეროვნულ ბიბლიოთეკას ვახტანგ მალაყმაძის არქივი გადაეცა

2017 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და პოეტის ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძის) არქივისა და ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა (მასალები ბიბლიოთეკას უკვე გადაეცა). ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზს კი ჰაირი ჰაირიოღლუს სახელი მიენიჭა.

კომპიუტერის შემსწავლელი უფასო ტრენინგები ხაშურის ბიბლიოთეკაში

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში კომპიუტერისა და ინტერნეტის შემსწავლელი უფასო ტრენინგები იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის fb გვერდე ვრცელდება. ტრენინგი განკუთვნილია, როგორც დამწყები, ისე საწყისი საფუძვლის მქონე მსურველთათვის. ტრენინგებს უძღვება ბიბლიოთეკის თანამშრომელი, აიტი-სპეციალისტი ნათია გოგალაძე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 24-57-60.

სამყვირალოს ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტში

ხაშურის მუნიციპალიტეტში,  ჭერათხევის ხეობაში, პატარა ფლევსა და დუმაცხოვს შორის სამყვირალოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. მას მაღალი მთის ზეგანი უჭირავს და აქედან მოსჩანს, როგორც ჭერათხევის ხეობის სოფლები, ისე ფცისა და დვანის ფრონის ხეობები, ამ მიდამოებს კი