ხცისის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტის ფონდის, საბიბლიოთეკო ასოციაციისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას ” ფარგლებში, სოფელ ხცისის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა: პრინტერი, ქსეროქსი, სკანერი გადაეცა.
სოფელ ხცისის მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა სრულიად უფასოდ ისარგებლოს  კომპიუტერით, სურვილისამებრ ამობეჭდოს ან გააკეთოს ქსეროასლები.

ხაშურის მუნიციპალიტეტეს სოფელ ხცისში თითქმის ერთი წელია, რაც სოფლის ბიბლიოთეკა აღდგა.

კომენტარები