ხაშურში ,,Art Studio” დაფუძნდა

ქ.  ხაშურში, ლესელიძის #10-ში “Art Studio” დაფუძნდა. სტუდიას უძღვება საეკლესიო მუსიკოლოგი, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნე,  ფორტეპიანოს პედაგოგი, კონცერტმაისტერი, ანსამბლის მსახიობი ლედი კუთხაშვილი.  ხაშურელ ახალგაზრდებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ხელოვნების სხვადასხვა დარგებს ერთ სივრცეში, კვალიფიციური ადგილობრივი და მოწვეული პედაგოგებისგან დაეუფლონ.

სტუდიის დამფუძნებლების განცხადებით შეისწავლება საესტრადო სიმღერა, ხალხური სიმღერა, საეკლესიო გალობა,  ხალხური საკრავები,  გიტარა,  თექა, გობელენი, ფარდაგი,  ხალიჩა,  ხატვა,  ხატწერა.

მოსწავლეთა მიღება დაიწყება 5 სექტემბრიდან.

მისამართი: ხაშური, ლესელიძის 10
📧 art_studia@yahoo.com
☎️ 598 11 19 65; 570 70 60 64

კომენტარები