ხაშურში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება

   ხაშურის მუნიციპალიტეტში, წმიდა მარინეს ტაძრის მიმდებარე 9 აპრილის სახელობის პარკში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება.
   უკვე დასრულდა მემორიალის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად თორნიკე ჯაშიას ნამუშევარი გამოავლინა, რომლის გრაფიკული გამოსახულებაც ფოტოებზეა ასახული.
9 აპრილს, 13:00 საათზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა 9 აპრილის ბაღში სხვადასხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. მემორიალის ადგილის გვირგვინებით შემკობასთან ერთად, დაგეგმილია მცირე კონცერტი და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: ხაშურის მუნიციპალიტეტი

11149258_289005664556449_3135487176955370595_n 11062358_289005671223115_1794998592990978274_n 10491227_289005661223116_7897958405228696543_n

კომენტარები