ხაშურში ჭკვიანი კამერები ამოქმედდა

თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ჭკვიანი კამერები ამოქმედდა. საქართველოს ხუთ ქალაქში უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემის დამონტაჟება უკვე დასრულდა. სულ 3000 კამერა დამონტაჟდა. შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და ღერძულა ხაზის გადაკვეთა პირდაპირ ურჩი მძღოლების დაჯარიმებით დასრულდება. ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება მათ ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2-ჯერ მივა, რის შემდეგაც კი უკვე საურავი დაირიცხება. ამასთან ერთად დღეიდან ხუთივე ტიპის დარღვევაზე ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება და მძღოლმა ის 1 თვეში უნდა გადაიხადოს. ვიდეოჯარიმები ქულების სისტემაზე არ მოქმედებს. თუკი მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი ჯარიმას 10 დღის ვადაში გადაიხდის, თანხას 20 პროცენტი დააკლდება.

წყარო: dianews.ge

კომენტარები