ხაშურში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

25 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით გაიმართა აქცია, რომელიც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის საჭიროება გაჩნდა იმ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც აქტიურად ვრცელდება. ძალადობის ფაქტებმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო . ხშირ შემთხვევაში ეს ოჯახური კონფლიქტების გამოა გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში ეჭვიანობის ნიადაგზე, თუმცა ქალის მიმართ ძალადობა და მითუმეტეს მკვლელობა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია, როგორც სამართლებრივად, ასევე მართლმადიდებლური მრწამსის თვალსაზრისით.

25 ნოემბერს აღნიშნულ აქციას ხაშურიც შეუერთდა. ხაშურში აქციას ორგანიზება გაუკეთა ხაშურის ახალგაზრდულმა თვითმმართველობამ, რომელთა ძალისხმევითაც ცენტრალურ მოედანზე მდებარე წმიდა დიმიტრი ყიფიანის სკვერში შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია! აქციას შეუერთდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა და ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა.

10411223_566831270118861_214336901059530625_n

GGG

კომენტარები

Comments

  1. Dako Dako says:

    da meti qali ar arsebobs xashurshi ro gamosuliyo da mxari daechirat?

  2. meti qali ki aris, magram ubralot modzalade meti kaci ar arsebobs xashurshi 🙂