ხაშურში ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი იხსნება

   ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი იხსნება. ამ ფაქტის შესახებ ,,ხაშური ნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ აცნობა. მისივე თქმით ხაშურელ და არა მხოლოდ ხაშურელ ახალგაზრდებს მომავალ წელს შეეძლებათ ისწავლონ ხაშურის ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისად დაზოგონ ფინანსები, რაც თბილისში აბიტურიენტების წასვლითაა განპირობებული. ამავდროულად ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობით გააქტიურდება ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ცხოვრების რიტმი.

 ფაკულტეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით განვათავსებთ.

 ბატონ ვაჟა შუბითიძის თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა ხაშურში პროფესიული სასწავლებელი იქნება, რომელიც რკინიგზის მომავალ მოსამსახურე პერსონალს მოამზადებს და ხაშურელ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

კომენტარები

Comments

  1. ვა რა კაია, სად იქნება?

  2. გულწრფელად გილოცავთ ამ დიდ წარმატებას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ყოველ მცხოვრებს.
    საკვანძო ქალაქ ხაშურში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალის გახსნით და ამავდროულად რკინიგზისათვის პროფესიონალ მოსამსახურეთა მოსამზადების მიზნით პროფესიული სასწავლებლის დაარსებით ორი გრანდიოზული და საშვილისშვილო საქმე კეთდება.
    ამ დიდ საქმის წამოწყებასა და მის დაგვირგვინებაში ლომის წვლილი მიუძღვის ქალაქ ხაშურის მკვიდრს, გამოჩენილ ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ვაჟა შუბითიძეს, უპირატესად რომლის ხედვებმა, პროფესიონალურმა და პიროვნულმა ღირსებებმა განაპირობა ამ საქმეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისაგან და საქართველოს რკინიგზის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან ერთსულოვანი მხარდაჭერა, რითაც ახლო მომავალში "მიძინებული" ქ. ხაშური ნამდვილად შეიძენს სტუდენტი ახალგაზრდობის ქალაქის სტატუსს, ხოლო აღნიშნული სასწავლებლების კურსდამთავრებული ასეულობით მაღალკვალიფიცური სპეციალისტი ჩადგება ჩვენი ქვეყნის სამსახურში.
    ღრმა პატივისცემით

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    პროფესორი შალვა ბახტაძე

  3. ძლივს არ ვეღირსეთ ერთ სასიამოვნო ინფორმაციას?

  4. ეეჰ ია მას ჯერ ისეც ყველა დაცინოდა გეპეის და ეხლა ესღა აკლდა 😀

  5. aqamdec unda gagexsnat da aramarto xashurshi kide ramdenime raionshi tu gaxsnit uketesi iqneba

  6. Ashvilo shen ici? am universitetis gaxsna ramden adamians mouxsnis metnaklebad socialur problemas? shentvis sheidzleba suleretia magram visac namdvilad scavla unda daver axerxebs tbilisshi casvlas misi didi ojaxistvis didi shvebaa adgilze rom ikneba universiteti. magram shennairi umadurebic arseboben samcuxarod

  7. ძალიან კარგი საქმეა ხაშურელი ახა;გაზრდებისთვის და თუ შეიძლება მითხრათ სად იხსნება?? რაიმე კონკრეტული შენობაა გამოყოფილი თუ ახალი უნდა აშენდეს??