ხაშურში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი შენდება

 სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ხაშურში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი უნიკალური ტაძრის – ბანას  ტიპის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. 
მეუფე სვიმეონის განმარტებით, ისტორიული ტაძარი, რომელიც  საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო–კლარჯეთში მდებარეობს, აღდგება და დაუბრუნდება სურამ–ხაშურის ეპარქიასა და მთელ საქართველოს.

ეს იქნება სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც მრავალი შენობა გაერთიანდება, შესაძლებლობის ფარგლებში წარმოჩინდება კულტურული მემკვიდრეობა, ასევე გაიხსნება მცირე ზომის სამედიცინო კლინიკა, სადაც იმუშავებს სხვადასხვა პროფილის  სამედიცინო პერსონალი. აქვე იქნება ბიბლიოთეკა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა მრავალი. საჭიროა ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ უდიდესი სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ნავსაყუდელი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი ბედნიერი 

კომენტარები