ხაშურში საქართველოს მოხალისეების შერჩევა დაიწყო

   11 მაისს დასრულდა საქართველოს მოხალისეთა 5 დღიანი მოსამზადებელი ტრენინგ-სემინარი დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ,,ვერე პალასში”. აღნიშნული ტრენინგების საშუალებით მოხდა რეგიონებში მოხალისეთა კოორდინატორების მომზადება შემდგომში მოხალისეობრივი საქმიანობისთვის. პროექტი 8 თვის განმავლობაში წარიმართება და 67 მუნიციპალიტეტს შორის წარმოდგენილია ხაშურის მუნიციპალიტეტი.

   ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხალისეობის მსურველი 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლის შევსების შემთხვევაშიც შეირჩევა მოტივირებული მოხალისეები, რომლებიც ჩაერთვებიან შემდგომში მოხალისეობრივ აქტივობებში, რომელიც მრავალი საინტერესო და კეთილი საქმის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

   აღნიშნული აპლიკაცია წარმოდგენილია ბმულზე >>> შეავსეთ აპლიკაცია <<<

   პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც  საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი.

kkkkkkkkkkkkkkkkkkkj

კომენტარები