ხაშურში პროექტი ,,მოხეტიალე კონსტიტუცია” დაიწყო

2017 წლის 20 აგვისტოს,  ქ.  ხაშურში ა/ო ,,ინიციატივის” ხაშურის ჯგუფის წარმომადგენლებმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებული აქცია მოაწყეს.  ისინი დღის განმავლობაში ხაშურის ქუჩებში დადიოდნენ და ,,მოხეტიალე კონსტიტუციის” სახელწოდებით მოსახლეობას ცალკეულ მუხლებს და აღნიშნული პროექტის იდეას აცნობდნენ.  საქართველოს კონსტიტუციის საპატივსაცემოდ და ახალგაზრდებში კონსტიტუციისადმი პატივისცემისა და კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ,,ინიციატივა” საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროპულ-ქათული ინსტიტუტის ორგანიზებით ახორციელებს პროექტს ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი”.

,,ხაშური ნიუსს” პროექტის წარმომადგენელმა ნინო შუბითიძემ განუცხადა: ,,24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. ამ დღის აღნიშვნა წელს მასშტაბურად იგეგმება. საქართველოს კონსტიტუციის საპატივსაცემოდ და ახალგაზრდებში კონსტიტუციისადმი პატივისცემისა და კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ,,ინიციატივა” საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროპულ-ქათული ინსტიტუტის ორგანიზებით ახორციელებს საზაფხულო სკოლების პროექტს ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი”.

სკოლის მონაწილენი იღრმავებენ ცოდნას საქარველოს კონსტიტუციის შესახებ, თუ რა არის კონსტიტუცია და ა. შ. ვისაუბრეთ 90-იანი წლების საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შესახებ, გვქონდა ვორქშოფები, ვმუშაობდით ინიციატივებზე, რომლებსაც ყველა გუნდი საკუთარ რეგიონში განახორციელებს. ხაშურის მუნიციპალიტეტს საზაფხულო სკოლაში თავისი წარმომადგენლები ჰყავდა, რომლებიც 20-21-22-23 -24 აგვისტოს განახორციელებენ პროექტს #გაიცანიკონსტიტუცია და #მოხეტიალეკონსტოტუცია”.

გიორგი ჩუბინიძე

კომენტარები