ხაშურში ოლიმპიური ცეცხლი შემოვიდა

 17 ივნისს ხაშურმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ცეცხლს უმასპინძლა. ჩირაღდანი წარმატებულმა ხაშურელმა სპოტსმენებმა მიიტანეს  ქალაქის ცენტრამდე.

 ოლიმპიურ ცეცხლს მალე მთელს საქართველოში მოატარებენ, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიება მოკრძალებულად აღინიშნება.

 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების თარიღია 26 ივლისი – 1 აგვისტო.

 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგფრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

3800 მონაწილე
49 ქვეყანა
ასაკი 14-18

————

თინათინ მახათაძის ფოტოები

11639399_671077059694281_843886359_o 11297229_671076386361015_564246691_o

კომენტარები