ხაშურში მოხალისეობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

   ხაშურში, გ. ტაბიძის სახელობის მე-6 საჯარო სკოლაში, 25 მაისს შედგა პროექტის ,,საქართველოს მოხალისე”-ს პრეზენტაცია. შეხვედრას 40-მდე მოსწავლე ესწრებოდა. მოსწავლეები გაეცვნენ მოხალისეობის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაცია მიიღეს ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის და აგრეთვე მოხალისეობის მოტივაციის დონეების შესახებ.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ გიორგი ჩუბინიძე, მოხალისეთა კოორდინატორი ხაშურიდან და ,,წიგნის მოხალისეთა კლუბის” კოორდინატორი თამარ ზექალაშვილი.

გიორგი ჩუბინიძე: ,,დღეს შედგა მოხალისეობის შესახებ პრეზენტაცია ხაშურის მე-6 სკოლაში. პრეზენტაციას მაღალი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც დიდი ინტერესით ისმენდნენ მოხალისეობის შესახებ ინფორმაციას. იმედი გვაქვს, რომ აალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენს შემდგომ აქტივობებში და ყველანი ერთად ვიქნებით მოხალისეები ხაშურის მუნიციპალიტეტში და ბევრ სასიკეთო საქმეს განვახორციელებთ. შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით მოსწავლეებსა და მე-6 სკოლის დორექტორს, ქალბატონ თამარ ხადურს“.

DSC06672 1526181_564691813668805_1958908223706242474_n

კომენტარები