ხაშურში მეორე ტური გაიმართება

2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა თითქმის დაასრულა.  მიღებული შედეგების მიხედვით ხაშურის მერის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმების 42,24% მიიღო,  ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ ხმების 18,48%.

შეგახსენებთ,  რომ ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 39,34% შეადგინა,  რაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

კომენტარები