ხაშურში აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

17 ოქტომბერს, 11 საათზე, ხაშურის N 1 საჯარო სკოლაში გაიმართება აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კონფერენცია ,,აკაკი და საქართველო” .

✔ კონფერენციის გეგმა:

პლენარული სხდომა:
1. გიორგი გოგოლაშვილი -,,სულიკო” – უკვდავი სული საქართველოსი
2. ზურაბ ცუცქირიძე – აკაკი წერეთელი და ქართული სკოლა

✔ სექცია N 1 – ხელმძღვანელი პროფესორი თამარ ბარბაქაძე
1. მიხეილ ქავთარია – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული აკაკი წერეთლის ხელნაწერები
2. ცირა ბარბაქაძე – მეტაფორული სახეები აკაკი წერეთლის შემოქმედებაში
3.ლადო მინაშვილი – ილიასა და აკაკის პოლემიკა ,,ვეფხისტყაოსნის” გარშემო
4.მაყვალა ხაჩიძე -აკაკი წერეთელი და ხაშურის საზოგადოება 5.ზურაბ ოქროპირიძე -აკაკი წერეთელი და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი
6. კლარა გელაშვილი – აკაკი წერეთელი და ქვიშხეთელი ყიფიანები
7.მამუკა ჭანტურაია -,,ყოველ სნეულებაზე სიყვარული ძნელია” – აკაკის ,,თამარ ცბიერის” მიხედვით
8. გივი გელაშვილი – რაჭა-ლეჩხუმში აკაკის მოგზაურობის ერთი ეპიზოდი
9. თამარ გოგოლაძე – აკაკის ორი იუბილე
10. თამარ ბარბაქაძე – აკაკი წერეთელი და ნეოკლასიცისტური ჰეროიკული სტროფები.

✔ სექცია N 2 – ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი

1.ელისაბედ ზარდიაშვილი – აკაკი და ქართული ტრადიციები 2. ზეინაბ სარია – ,,მეგრული – ძირითადი ქართული” ანუ სამეგრელო აკაკი წერეთლის თვალსაწიერში 3. მედეა გიორგიშვილი – აკაკი და რაფიელ ერისთავი – თაობათა ურთიერთობა
4. თამარ ფაჩულია – აკაკი წერთლის იუბილე ფოთში
5. ემა ქლიბაძე აკაკის ,,სულიკო” – ზესტაფონის სავიზიტო ბარათი
6. მაია გელიაშვილი – აკაკი წერეთელი და აფხაზეთი
7.ნატო ყრუაშვილი – აკაკი და მესხეთი
8. ვიოლეტა ბალახაშვილი – აკაკი წერეთელი და ბორჯომი
9. თამარელა წოწორია -გალაკტიონი და აკაკი წერეთელი
10. მურად მთვარელიძე – ,,მგზავრი მეორე გზისა” – აკაკი წერეთელი და მისი დროის მმართველი ინტელიგენცია

✔ სექცია N 3 – ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ ცუცქირიძე
1.ვაჟა შუბითიძე – აკაკისა და ნიკო ნიკოლაძის წვლილი ქართული მარგანეცის ათვისების საქმეში
2. გურამ ყორანაშვილი – მწერალი და ისტორია ,,ბაში აჩუკის მაგალითზე”
3.იზოლდა ბუხულეიშვილი – სწავლა-აღზრდის წესი აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავლის” მიხედვით
4.. ნინო ლიპარტელიანი – მანგანუმის წარმოება საქართველოში XIX -XX საუკუნის დასაწყისში და აკაკი წერეთელი
5. იგორ კეკელია – აკაკისეული ადგილები (სხვიტორისა და სავანის მიკროტოპონიმთა ისტორია-ეტიმოლოგიისათვის)
6. ნიკოლოზ ოთინაშვილი -აკაკი წერეთელი, შიდა ქართლი და ,,ბაში აჩუკის” ენობრივი ქარგა
7. მედეა აბაშიძე, ნინო ამილახვარი -ფრონის ხეობის ანთროპონიმები (თავადი წერეთლები)
8. მამუკა ჯოლბორდი -აკაკი წერეთლის პოეზიის პოლიტიკური ასპექტები (ლექსის ,,ეხლანდელი პოლიტიკა” მაგალითზე)
9. როლანდ ისაკაძე – აკაკი წერეთელი და კულტურული მემკვიდრეობა
10. ჯონი ქიტიაშვილი -ერთი სოფლის ისტორია აკაკი წერეთლის მოთხრობის მიხედვით
11. თამაზ ლაცაბიძე – ქვიშხეთელი აბაშიძეები – აკაკი წერეთლის წინაპრები

✔ კონფერენციის შემდეგ დაგეწგმილია შემდეგი ღონისძიებები:
15 სთ. – აკაკი წერეთლის ბიუსტის გახსნა
16 სთ. – აკაკი და ხაშურის საზოგადოება – გამოფენის გახსნა – ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
17სთ. – ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ,,ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო” – ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზი

ფ5335396_o copy

კომენტარები