„ხაშური- ოქროს შემოდგომა – 2014“-ის სამზადისი დაიწყო

5 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ ორი საკითხი განიხილა. პირველი საკითხი ოქტომბერში დაგეგმილ ფესტივალ „ხაშური- ოქროს შემოდგომა – 2014“-ისათვის ბიუჯეტის შესაბამის მუხლში შესატან ცვლილებებს შეეხო. ფესტივალი, ტრადიციულად, უკვე მესამედ ტარდება. მეორე დღე ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობის დღესასწაულს „ლესიაობას“ დაეთმობა. მუნიციპალიტეტი სამი ქვეყნის დელეგაციას ელოდება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. დღის წესრიგის მეორე საკითხად განიხილეს საკრებულოს თავმჯდომარის ვაჟა შუბითიძის ინიციატივა ქალაქ ხაშურში ადმინისტრაციული შენობის წინამდებარე მოედნისათვის „დიმიტრი ყიფიანის“ სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ მხარი დაუჭირა ორივე საკითხს. ასევე იმსჯელეს სამომავლოდ დიმიტრი ყიფიანის პრემიისა და სტიპენდიის დაწესების საკითხზე.

 

კომენტარები