ხაშური ვიკიპედიის სტატიების ავტორთა რაოდენობით ერთ-ერთი პირველია

   ნებისმიერი სახის ინფორმაციის ინტერნეტ-სივრცეში მოსაძიებლედ პროგრამა ,,GOOGLE” გვახსენდება. ინფორმაცია გვჭირდება საზოგადო მოღვაწეებზე, ცნობილ ისტორიულ მოვლენებზე, მომღერლებზე, მსახიობებზე და ა.შ. ,,GOOGLE”-ს საძიებო სისტემა თავისუფალ ინტერნეტ-ენციკლოპედიასთან ,,ვიკიპედიასთან” გვაკავშირებს და გვიჩვენებს სასურველ ინფორმაციას. ,,ვიკიპედია” ეს მრავალენოვანი თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედიაა, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. საქართველო ვიკისივრცეში 2003 წლიდანაა წარმოდგენილი და ამ დროისათვის 103 000-ზე მეტი სტატია, 64 000-ზე მეტი რეგისტრირებული პირი, 28 შემმოწმებელი და 3 ადმინისტრატორია. ვიკიპედია ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ყოველდღიურობაა. ვინ აკეთებს ამ ძალიან საჭირო პროექტს? რა თქმა უნდა რიგითი ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ენთუზიაზმით ემსახურებიან ამ დიდ და უმნიშვნელოვანეს საქმეს. საინტერესოარა რა როლი აქვს  პატარა მუნიციპალიტეტს ამ დიდ საქმეში. აღსანშნავია, რომ თბილისის შემდეგ რაოდენობრივად ყველაზე მეტი მომხმარებელი და შემმოწმებელი ხაშურის მუნიციპალიტეტიდანაა რეგისტრირებული. ის, რომ თქვენ იძიებთ სტატიებს, ნახულობთ საჭირო ინფორმაციას დიდწილად ხაშურელი ვიკიპედიელების დამსახურებაცაა, რასაკვირველია სხვა ვიკიპედიელებთან ერთად. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის შესახებ არსებული ცნობარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო შევსებული და მრავალფეროვანია. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვიკიპედიის ერთ-ერთი წამყვანი მომხმარებელი სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ჯაბა ლაბაძე (ვიკისახელით Jaba1977). მის ვიკიბიოგრაფიაში 10 000-ზე მეტი სტატია, 106 800-ზე მეტი რედაქტირება, 670-ზე მეტი თარგის შექმნაა. ამიტომ მას მრავალი ვიკიორდენიც აქვს დამსახურებული. ჯაბა ლაბაძის აქტიური ვიკისაქმიანობა მნიშვნელოვანი მრავალი კუთხითაა. მას ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ბევრი ახალგაზრდა შეუერთდა და ერთად ემსახურებიან ვიკიპედიის საინტერესო და აუცილებელი მასალებით შევსების საქმეს. ამ აქტიურ და სასარგებლო საქმიანობაში ჩართულია სურამის მე-2 საჯარო სკოლა და მისი მოსწავლეები.

   ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ქართულ ვიკიპედიას და მოგიწოდოთ ჩაერთოთ მის გამდიდრებაში. ჯერ კიდევ ბევრი სტატია გვაქვს მოსაძიებელი და ასატვირთი. ,,ხაშური ნიუსი” უკვე დიდი ხანია ქართული ვიკიპედიის გვერდითაა და ჩართულია მის შევსებაში.

იხილეთ გადაცემა ,,კომუნიკატორი” ქართული ვიკიპედიის შესახებ.

 როგორ ახერხებს მცირერიცხოვანი ქართული ვიკიპედია ტოპ-50-ში ყოფნას?

ვიკიმანია ან ვაშაგაშვილის სიუჟეტი

კომენტარები