ხაშურის ,,ქალთა ასოციაცია” ხაშურელ ბიზნესმენებს მიმართავს

   ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში “ქალთა ასოციაცია” ფონდ “ღია საზოგადოების” დაფინანსებით, სოფელ ცხრამუხის მაჟორიტარი დეპუტატის პავლე ლაცაბიძის მხარდაჭერით აპირებს ფსიქიკურ დაავადებათა მქონე სათემო სახლის გახსნას, სადაც 1 წლის განმავლობაში იცხოვრებენ 7 ფსიქიკური აშლილობის მქონე ბენეფიციარი ქალები.
მივმართავთ ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბიზნესმენებს, თუ ვინმეს აქვთ სურვილი მხარი დაუჭიროს ამ პროექტს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ სათემო სახლის გახსნაში, მოგვმართოთ

მისამართზე ხაშური, რუსთაველის 16,
595 65 66 26

ქალთა ასოციაიციის ხაშურის რაიონული ორგანიზაცია

კომენტარები