ხაშურის სტადიონი დანგრეულია! ახალგაზრდობა სპორტის სამინისტროს დახმარების მოლოდინშია!

  ხაშურში სპორტული ცხოვრება გასულ საუკუნეში ცოცხლობდა. ხაშურელთა ყოველდღიური ყოფის გალამაზება ხაშურის ,,ივერიამ” იკისრა, რომელმაც ამ პატარა ქალაქის სპორტული ცხოვრება გაალამაზა და ახალაგზრდებს შემატა ცხოვრების ხალისი და შესაძლებელობა მისცა მათ ჯანსაღი ცხოვრება აერჩიათ.

დღეს ხაშურში ფეხბურთი სულს ღაფავს! თუმცა კი ეს არ ხდება მხოლოდ ხაშურში, მთელს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ სხვა ქალაქებში ფეხბურთელებს იმის საშუალება მაინც აქვთ, რომ საკუთარ ქალაქში, საკუთარ სტადიონზე ითამაშონ და უმასპინძლონ მეტოქეებს და არა მეზობელი მუნიციპალიტეტის სტადიონზე.

ცოტა ხნის წინ ჩვენ კითხვით მივმართეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს:

,,მოგესალმებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ხაშურში მდებარე სტადიონის შესახებ. სტადიონი უკვე მრავალი წლებია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იგეგმება თუ არა მისი რეაბილიტაცია და როდიშ შეეძლება ხაშურის საფეხბურთო კლუბ ,,ივერიას“ საკუთარ მოედანზე თამაში? “

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: გამარჯობა, მიმართეთ ხაშურის მუნიციპალიტეტს, რადგან “ივერიის” სტადიონი არის ხაშურის მუნიციპალიტეტის კუთვნილება.

მაშასადამე ,,ივერიის” სტადიონი ხაშურის მუნიციპალიტეტის კუთვნილება ყოფილა. თუ გადავხედავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ოდესმე ექნება ხაშურს სტადიონი? რაოდენ ოპტიმისტური პასუხიც არ უნდა გსურდეთ გაგაწბილებთ და გეტყვით, რომ კიდე დიდი ხანი არ ეღირსება ხაშურს ახალი სტადიონი, ვიდრე ამ საქმეში ცენტრალური ხელისუფლება არ ჩაერევა.

მაშინ ვთხოვოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შეისწავლოს საკითხი და დაუბრუნეთ, აღუდგინეთ, აუშენეთ ხაშურს სტადიონი, როდემდე უნდა იყოს ეს მუნიციპალიტეტი ასე დაუფასებელი?

როდემდე უნდა ითამაშონ ,,ივერიელებმა” ბორჯომის სტადიონზე?

ხაშურის სტადიონი დღეს

11mbs 39500 070908eca99a d32d8071ea86 e901e1d12eb4d fd1029b030230f591a668138

 

კომენტარები

Comments

  1. Giorgi Chitadze says:

    pegburtelebma datoves es adgili da ragbistebi varjishoben dgesdgeobit pegburtelebi veritamasheben aset stadionze es xo pegburtia da donea :)))) da ragbistebi kide aset dachichqnul stadionze unda tamashobdnenn ??? sakitxavia xalxi rato iklavs tavs da saboolood ra xdebian miecit shashvaleba axalgazrdebs rom icxovron jansagi cxovrebit !!!

  2. etyoba valeri gelashvils ar gauvlia mandet

  3. ყიფიანი რა ჯანდაბას აკეთებს??? მოასაშორებელია მანდედან ეგ თვალებდაჭყეტილი ბრალდებების სხვებზე დაბრალების და ჯიბრში ჩადგომის მეტი რომ არაფერი გაუკეთებია

  4. რავი ის გოგა ხაჩიდზ დამკვრელად რომ ყავდა მიშას.რას მიკეთებდა ..მთელი ფული აჭარაში რომ აყრევინეს ბიზმესმენებს, კერძოებს თუ თვავად სახემწიფო ბიჯეტიც ….და თან ხაშურლების კისერზე იჟდნენ……
    ………. მაგრამ რად გინდა გოგა სურამელია…

  5. ცოტა კიდევ მოვითმინოთ და იმედია, მოვა ხაშურშიც ადამიანი, ვისაც ამ ყველაფერზე მართლა გული შესტკივა. აქ არამარტო სტადიონზეა საუბარი, ნეტავ მხოლოდ სტადიონი იყოს პრობლემა???

  6. Mate Tabatadze sheni stadioni arada ert dros karg formashi imyofeboda 🙂